გაცნობანა

როცა მეფესთან შესვლა ვითხოვე უარი მითხრეს, ცურვა დასრულდა.
მერე ბავშვობის ლამაზ პოეტთან მინდოდა მისვლა, მაგრამ დამასწრო თუთამ.
როგორც კი დარდები ჩემი მოვკრიბე და მივიტანე სევდის წიგნში ჩასაწერად, მითრხეს რეგისტარცია დასრულდა წაიღეს ღმერთთან.
მე ”აფერისტ” მსახიობთანაც მინდოდა მესვა ლუდი, თუმცა იპოვა მანაც ადგილი სადაც არ სჭირდება ჩაწყობა. 

ახლა ვდგავარ და ვფიქრობ იქნებ არ ღირს ”ნაპოლეონის” გასაცნობად მისვლა.
და მოვიფიქრე

ჩემი თავი უნდა გავიცნო.